კამერუნის ლეგენდარული ნაკრების კაპიტანი გარდაიცვალა

20:54, 03.08.2020

კამერუნის ნაკრების კაპიტანი სტეფენ ტატავი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეს ფეხბურთელი ამპლუით მარჯვენა მცველი იყო და კამერუნის ნაკრებს მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე კაპიტნობდა. იმ ტურნირზე კამერუნის ნაკრები პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. მას აგრეთვე მოგებული აქვს აფრიკის ერთა თასი 1988 წელს.

საკლუბო დონეზე ტატავი კამერუნულ კლუბებში – „ტონერსა“ და „ოლიმპიკში“ თამაშობდა, ასევე იაპონურ „ტოსუში“.

მსგავსი