კამავინგა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს
კამავინგა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებას გამოთქვამს „რენის“ ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას მიმართ.

ამ ფეხბურთელით ასევე სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდის „რეალი“ და ინგლისურ კლუბს სწორედ მასთან კონკურენცია მოუწევს. ადრე იტყობინებოდნენ, „რენი“ მზად არის 50 მილიონ ევროდ დათმოს 18 წლის კამავინგა, არადა, ადრე 75 მილიონ ევროდ აფასებდა.

კამავინგას მოქმედი კონტრაქტი „რენთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.