კამავინგა 2021 წელს „რეალის" პრიორიტეტული სამიზნე იქნება
კამავინგა 2021 წელს „რეალის" პრიორიტეტული სამიზნე იქნება

მადრიდის „რეალი“ ჩამოყალიბდა 2021 წლისთვის პრიორიტეტულ სატრანსფერო მიზნებზე.

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდულ კლუბს სურს „რენიდან” 17 წლის ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას შეძენა. „რეალის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ფრანგს შეუძლია მომავალში ფეხბურთის ვარსკვლავი გახდეს.

იტყობინებიან, რომ ზინედინ ზიდანის გუნდი შეეცდება კამავინგმა მომავალი წლის ზაფხულში გაიფორმოს.

აღვნიშნავთ, რომ კამავინგა „გოლდენ ბოის“ პრემიის ნომინანტთა ფინალურ სიაში მოხვდა. ეს პრიზი წლის საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელს გადაეცემა.

კამავინგამ სადებიუტო მატჩი ლიგა 1-ში 2019 წელს, 16 წლისა და ხუთი თვის ასაკში ჩაატარა. ამ სეზონში მან ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „რენთან“ 2022 წელს იწურება.