კამარუ უსმანმა ხორხე მასვიდალს და კონორ მაკგრეგორს მიმართა
კამარუ უსმანმა ხორხე მასვიდალს და კონორ მაკგრეგორს მიმართა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი კამარუ უსმანი მზად არის ხორხე მასვიდალთან ან კონორ მაკგრეგორთან საბრძოლველად. ნიგერიელმა მებრძოლმა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში თავის გეგმებზე ისაუბრა.

„იცნობთ მებრძოლს, რომელიც სატიტულო ბრძოლაზე უარს ამბობს ? ხორხეს შეეძლო, რომ ჩემთან დაპირისპირებას 18 აპრილს, 9 მაისს, ივნისსა და ივლისში დათანხმებულიყო, თუმცა მან ნეიტ დიაზთან ისურვა რემატჩის გამართვა. რაც შეეხება კონორს, მე მას ვაძლევ შესაძლებლობას, რომ კარიერაში მესამე ქამრისთვის იბრძოლოს, თუმცა კონორი ჩუმად არის და ხმას არ იღებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მან იცის თუ რა ელის ოქტაგონზე“.