კამარუ უსმანმა გილბერტ ბერნსი დაამარცხა

10:54, 14.02.2021

ლას ვეგასში რამდენიმე საათის წინ დასრულდა UFC 258. „აპექსის დარბაზში“ მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ქამრისთვის, ჩემპიონ კამარუ უსმანსა და გილბერტ ბერნსს შორის გაიმართა.

პირველ რაუნდში ბრაზილიელმა უსმანი ნოკდაუნში გაუშვა, თუმცა ჩემპიონმა ბრძოლის შემოტრიალება მალევე შეძლო. მეორე 5-წუთიან მონაკვეთში „ნიგერიელმა კოშმარმა“ მწვრთნელის, ტრევორ ვიტმანის მითითება პირნათლად შეასრულა. კამარუმ ძლიერი „ჯების“ დამსახურებით „დურინიო“ ნოკდაუნში გაუშვა და ჰერბ დინს ბრძოლის შეჩერება მოუხდა. შედეგად უსმანმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და ნახევრად საშუალო (welterweight) წონით დივიზიონში ლეგენდარული ჯორჯ სენტ პიერის რეკორდი გააუმჯობესა. ახლა აფრიკელს დივიზიონში ზედიზედ 13 გამარჯვება აქვს.

https://twitter.com/ufc/status/1360830498705190914?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1360830498705190914%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.mmafighting.com%2F2021%2F2%2F14%2F22282570%2Fkamaru-usman-survives-early-scare-finishes-gilbert-burns-with-barrage-of-punches-ufc-258-main-event&fbclid=IwAR31nMzl8vEdHPo3DQD2fLnT6WPu7nelZxhSVW4tNfh1XwAGF3zdxKIKFnA

https://twitter.com/ufc/status/1360830840465457154

https://twitter.com/ufc/status/1360835292064792578

მსგავსი