კამარუ უსმანისა და გილბერტ ბერნსის სატიტულო ბრძოლა, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება
კამარუ უსმანისა და გილბერტ ბერნსის სატიტულო ბრძოლა, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი კამარუ უსმანი მომდევნო ბრძოლას დიდი ალბათობით 12 დეკემბერს გამართავს. მისი მეტოქე ბრაზილიელი თანაგუნდელი გილბერტ ბერნსი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

თავდაპირველად უსმანისა და ბერნსის დაპირისპირება ივლისში იყო ჩანიშნული, თუმცა ბრაზილიელს კორონავირუსი დაუდგინეს, მის მაგივრად კამარუს ხორხე მასვიდალი დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა. ამჟამად ბერნსმა ვირუსი „მოისტუმრა“ და სატიტულო ბრძოლისთვის მზად არის. ბრაზილიელმა უკანასკნელ დაპირისპირებაში ყოფილ ჩემპიონ ტაირონ ვუდლის დამაჯერებლად სძლია. მანამდე კი თანამემამულე დემიენ მაია დაამარცხა.

კამარუ უსმანი UFC-ში დაუმარცხებელია. ნიგერიელს ზედიზედ 12 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მან ტიტული უკვე 2-ჯერ დაიცვა.