კამარუ უსმანის აგენტმა ალი აბდელაზიზმა კონორ მაკგრეგორს სატიტულო ბრძოლა შესთავაზა
კამარუ უსმანის აგენტმა ალი აბდელაზიზმა კონორ მაკგრეგორს სატიტულო ბრძოლა შესთავაზა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის, კამარუ უსმანის აგენტი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს. ალი აბდელაზიზის თქმით, დიდი ალბათობით ხორხე მასვიდალი მომდევნო ბრძოლას ნეიტ დიაზის წინააღმდეგ გამართავს. ამ შემთხვევაში უსმანის გუნდს ტიტულის დაცვა კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ სურს.

„როგორც ჩანს, ნომერ პირველი პრეტენდენტი მომდევნო ბრძოლას ნეიტ დიაზის წინააღმდეგ ჩაატარებს. კონორ მაკგრეგორ, გსურს სატიტულო დაპირისპირება? კამარუ უსმანი მოგცემს ამის შესაძლებლობას. გპირდებით, პირველი ორი რაუნდი არავითარი ჭიდაობა არ იქნება, მხოლოდ სილები“, – განაცხადა აბდელაზიზმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.