კამარუ უსმანი - ხაბიბთან და ადესანიასთან ბრძოლას არ ვაპირებ
კამარუ უსმანი - ხაბიბთან და ადესანიასთან ბრძოლას არ ვაპირებ

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრადსაშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი კამარუ უსმანი წონის შეცვლით და მეორე ქამრის მოპოვებით დაინტერესებული არ არის.

ერთერთ გადაცემაში (JRE MMA SHOW) სტუმრობისას „ნიგერიელ ღამის კოშმარს” ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ის მომავალში წონის შეცვლას და მეორე ქამრის მოპოვებაზე ფიქრს. როგორც გაირკვა ჩემპიონი თავისი დივიზიონიდან წასვლას არსად არ აპირებს.

„ხაბიბს არასოდეს შევებრძოლები. ის ჩემი ძმაა. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. ასე რომ მომავალში მასთან ბრძოლას არ ვაპირებ. ასევე მინდა გითხრათ, რომ არც ისრაელ ადესანიასთან მსურს ოქტაგონზე გასვლა. სჯობს ნიგერიას ორი ჩემპიონის ქამარი ჰქონდეს ვიდრე ერთი. ის ჩემი ახლო მეგობარია. ის განსაკუთრებულია.” – აცხადებს უსმანი