კამარუ უსმანი 2018 წელს კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა
კამარუ უსმანი 2018 წელს კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი კამაური უსმანი 2018 წელს კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა. „ტი ეს ებ ემ ემ ემ შოუში” (TSN MMA Show) აარონ ბრონსტერტან სტუმრობისას ნიგერიელმა მებრძოლმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მის კარიერაში 2017 და 2018 წელს არსებობდა. „ნიგერიელი ღამის კოშმარის” (The Nigerian Nightmare) თქმით ის ვერ ახერხებდა სასურველი ბრძოლების მიღებას და ძალიან სერიოზულად ფიქრობდა კარიერის დასრულებაზე.

„იყო დრო როდესაც აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) გამოსვლა აღარ მსურდა, რადგან სასურველი ბრძოლის კონტრაქტს ვერასოდეს ვიღებდი. იყო პერიოდი, როდესაც 7 ან 8 თვის მანძილზე უბრალოდ სახლში ვიჯექი და ველოდებოდი ბრძოლის დანიშვნას. ორგანიზაცია მეუბენბოდა, რომ მოწინააღმდეგე არ თანხმდებოდა ბრძოლაზე. და სწორედ ამ დროს ვიფიქრე, რომ შერეული ორთაბრძოლებიდან წავსულიყავი. ყოველთვის სხვადასხვა მიზეზები სახელდებოდა. და ამ ყველაფრით ძალიან დავიღალე. თუმცა არ დავნებდი და დღევანდელ დღემდე მოვედი. მოვიპოვე ჩემპიონის ქამარი და ახლა ვაპირებ, რომ კლოუნი კოლბი კოვინგტონის დამარცხებით ტიტული პირველად დავიცვა.”