კამარას გოლით „დინამომ“ ამხანაგურ მატჩში „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
კამარას გოლით „დინამომ“ ამხანაგურ მატჩში „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის დროს ეროვნული ლიგის გუნდებმა ამხანაგური მატჩი გამართეს – „დინამო თბილისმა“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„დინამოს“ფეხბურთელები ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში არიან გამოძახებულები და შეხვედრა გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარეს. მასპინძლებს ანგარიშის გახსნა პირველივე ტაიმში შეეძლოთ, თუმცა 32-ე წუთზე სტანისლავ ბილენკის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ლუკა სანიკიძემ მოიგერია.

მეორე ნახევარში „დინამოს“ შეტევებმა შედეგი გამოიღო – მასპინძლებმა ანგარიში 65-ე წუთზე გახსნეს. თორნიკე კირკიტაძემ საჯარიმოში უსმანე კამარა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:0. ანგარიშში აღარაფერი შეცვლილა და „დინამომ“მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

დინამო 1:0 თელავი

გოლი: 1:0 კამარა (65)

დინამო: პრიეტო, მალი, ბენიო, იაკობიძე, ბიტოკი, პაპავა, ოსიყმაშვილი, კირკიტაძე, ანტილევსკი, ოსეი, ბილენკი

შეცვლაზე: ჯანგიძე, ფაჩულია, ოდიშარია, გაბედავა, კამარა

თელავი: სანიკიძე, მარაქველიძე, თოლორდავა, თევზაძე, ჯიქია, აშორტია, ქანთარია, პავიშიჩი, მახარობლიძე, გოშთელიანი, ქოჩლაძე

შეცვლაზე: ბაჩიაშვილი, გიგაშვილი, პარკინაშვილი, კაგანიძე, ფაცაცია, მუჯირი, ფირანაშვილი

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს „დინამო“ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მატჩს „ლოკომოტივთან“ გამართავს, ხოლო „თელავი“ „აჭარაბეთ არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება.