საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშის, კამარ ბოლდვინის გუნდმა, „ბასკონიამ“ ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში „ბრეოგანი“ 97:91 დაამარცხა.
ბოლდვინი „ბასკონიის“ ძირითად ხუთეულში იყო, მოედანზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 6 ქულა, 5 მოსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება და 3 ჩაჭრა შესძინა.
ამ მომენტისთვის „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატში 16 ქულით მეათე ადგილზეა.