კამარ ბოლდვინის „ბასკონიამ“ ბექა ბურჯანაძის „კორუნას“ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-14 ტურის გადადებულ შეხვედრაში ერთმანეთს კამარ ბოლდვინის „ბასკონია“ და ბექა ბურჯანაძის „კორუნა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი „ბასკონიის“ გამარჯვებით 114:66 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ორივე წევრი თავისი გუნდის ძირითად ხუთეულში იყო. ბოლდვინმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა ჩაიწერა აქტივში, ხოლო ბურჯანაძემ 18 წუთში „კორუნას“ 6 ქულა და 3 მოხსნა შესძინა.
ამ მომენტისთვის „ბასკონია“ 14 ქულით ესპანეთის ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა და პლეი ოფის ზონას 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „კორუნას“, 8 ქულით მე-17, გასავარდნ ზონაშია და დარჩენისთვის ბრძოლაშია ჩართული.