კამარ ბოლდვინის „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, კამარ ბოლდვინის „ბასკონია“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ შეხვდა და 82:89 დამარცხდა.
ბოლდვინი „ბასკონიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელისგან 17 წუთი მიიღო, რა დროშიც მის ანგარიშზე 9 ქულა, 2 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. კამარმა 12-დან 4 ტყორცნა გამოიყენა.
მასპინძელთაგან ყველაზე მეტი, 15 ქულა ხორვატი სამანიჩის ანგარიშზეა, ხოლო „რეალის“ ლიდერი ბოსნიელი ძანან მუსა გახლდათ – 27 ქულა, 5 მოხსნა.
6 გამარჯვებითა და 8 მარცხით „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა და პლეი ოფის ზონას 4 ქულით ჩამორჩება. გუნდს სხვებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც მოგვიანებით გამართავს.