კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ჰარისი არ ეთანხმებოდა და არ ეთანხმება აქციის მონაწილეს, რომელმაც ისრაელი ღაზაში პალესტინელების გენოციდში დაადანაშაულა
კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ჰარისი არ ეთანხმებოდა და არ ეთანხმება აქციის მონაწილეს, რომელმაც ისრაელი ღაზაში პალესტინელების გენოციდში დაადანაშაულა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი არ ეთანხმებოდა და არ ეთანხმება აქციის მონაწილეს, რომელმაც ისრაელი ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდში დაადანაშაულა. მედიის ცნობით, ამის შესახებ კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ.

გასულ ღამეს ერთ-ერთმა სტუდენტმა კამალა ჰარისი გენოციდის მხარდაჭერაში მაშინ დაადანაშაულა, როდესაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ვისკონსინის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოდიოდა.

„მე პატივს ვცემ თქვენი გამოხატვის უფლებას. ვიცი, რაზეც საუბრობთ. მე მსურს ცეცხლის შეწყვეტა“, – განუცხადა კამალა ჰარისმა სტუდენტს.

აქციის მონაწილემ დარბაზიდან გაყვანისას ჰარისს ღაზაში სამოქალაქო მსხვერპლის შესახებაც ჰკითხა.

„რაზეც ის საუბრობს, რეალობაა. ეს არ არის ის თემა, რომელზე სასაუბროდაც დღეს მოვედი, მაგრამ ეს რეალობაა და მე პატივს ვცემ მის აზრს“, – აღნიშნა ჰარისმა.