კამალა ჰარისი – აშშ არ აგზავნის ჯარს ისრაელში ან ღაზაში

09:41, 30.10.2023

აშშ არ აგზავნის ჯარს ისრაელში ან ღაზაში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს განზრახვა და არც გვაქვს რამე გეგმები საბრძოლო ჯარების ისრაელში ან ღაზაში გაგზავნის შესახებ“, – განაცხადა ჰარისმა.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ისრაელს აღჭურვილობითა და რჩევებით, მაგრამ არ ეუბნება, როგორ აწარმოოს ომი.

მსგავსი