კალიფორნიის უნივერსიტეტში მარია შარაპოვას შეისწავლიან
კალიფორნიის უნივერსიტეტში მარია შარაპოვას შეისწავლიან

სანტა-ბარბარაში კალიფორნიის უნივერსიტეტმა სასწავლო პროგრამაში ჩაუშვა კურსი, რომელსაც ჰქვია „მარია შარაპოვას წარდგენა“. მისი საშუალებით, სტუდენტები შეისწავლიან გენდერის, გლობალიზაციის, შრომის, იმიგრაციის, რასისა და მედიის საკითხებს. ამ ყველაფერს რუსი ჩოგბურთელის კარიერისა და ცხოვრების პრიზმაში განიხილავენ.

ეს კურსი პროფესორმა ანიტა შტალმა შექმნა და მასზე უკვე დიდი მოთხოვნა გაჩნდა.

„კურსის არსი იმაში არ მდგომარეობს, რომ სტუდენტები მარია შარაპოვას ექსპერტები გახდნენ. არამედ იმაში, რომ მათ იფიქრონ კულტურაზე, რომელსაც ეზიარებიან. როცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს, ამ თემაზე რეაქცია ჰქონდათ ძალიან გავლენიან ორგანიზაციებს. მარიას მოქმედებამ წარმოშვა კითხვები გაერთიანებულ ერებში, Nike-ში, კრემლში, Porsche-ში და ჩვენ ეს დაუჯერებლად მოგვეჩვენა“, – მოჰყავს შტალის სიტყვები ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ვებგვერდს.

უფრო ადრე, შტალი კითხულობდა კურსს – „სერენა უილიამსის მნიშვნელობა“. მასში ის განიხილავდა სპორტში გენდერის, რასისა და სექსუალურობის პრობლემებს.