კალიფორნიის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პოლიციამ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები მათ ტერიტორიაზე უნივერსიტეტის ნებართვის გარეშე განათავსა
კალიფორნიის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პოლიციამ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები მათ ტერიტორიაზე უნივერსიტეტის ნებართვის გარეშე განათავსა

ლოს ანჯელესში, სადაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართული აქციები მიმდინარეობს, პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დაკავებული მოქალაქეების დროებით განსათავსებლად კალიფორნიის უნივერსიტეტის ბეისბოლის სტადიონი გამოიყენა.

კალიფორნიის უნივერსიტეტმა დღეს „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ ლოს ანჯელესის პოლიციამ დაწესებულების საკუთრება მათი ნებართვის გარეშე გამოიყენა. უნივერსიტეტი პოლიციის დეპარტამენტისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციამ დაარღვია სოციალური დისტანცირების წესები, როდესაც აქციის დაკავებული მონაწილეები უნივერსიტეტის სტადიონზე ავტობუსებით გადაიყვანა.

„ლოს ანჯელესის კალიფრონიის უნივერსიტეტი უარს ამბობს ეროვნული აჯანყების ან ნებისმიერ სხვა დროს პოლიციის განყოფილების საგუშაგო გახდეს. როგორც საჯარო უნივერსიტეტი, ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და ჩვენს სტუდენტებს, ეს კი იმ დასჯითი მექანიზმებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, რომლებიც ისტორიულად აზარალებდნენ ლოს ანჯელესის თემებს“, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.