კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ხანძარი კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში, ქალაქ საკრამენტოსთან, 230 მილის დაშორებით მდებარე ტყეში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად უკვე დამწვარია ოთხი ათასი აკრის ოდენობის ტერიტორია. ამასთან, განადგურებულია დაახლოებით ასამდე საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობა.

მაღალის ტემპერატურისა და ქარის გამო, ხანძრის მოცულობა სწრაფად იზრდება. მიმდებარე რეგიონებიდან უკვე განხორციელდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია, რომელთა შორის არიან დაშავებულებიც.