კალიფორნიის სანაპიროსთან კერძო იახტას ცეცხლი გაუჩნდა, მაშველებმა ადგილზე ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს

23:32, 02.09.2019

კალიფორნიის სანაპიროსთან, კერძო იახტაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, მაშველებმა ოთხი ადამიანის გვამი იპოვეს. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს. სამძებრო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, იახტაზე 39 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟის ხუთი წევრის ევაკუაცია დროულად მოხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი