კალიფორნიის გუბერნატორმა ბარების ხელახლა დაკეტვის ბრძანება გასცა
კალიფორნიის გუბერნატორმა ბარების ხელახლა დაკეტვის ბრძანება გასცა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში გუბერნატორმა ბარების ხელახლა დაკეტვის ბრძანება გასცა. გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ შტატის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ლოს ანჯელესში ბარები დღეიდან ისევ დაიკეტება.

გუბერნატორმა ბარების დაკეტვის რეკომენდაცია კიდევ რვა ოლქში გასცა. ნიუსომი გადაწყვეტილების მიზეზად აშშ-ში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდას ასახელებს.

დატოვე კომენტარი