კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. ცეცხლის მიერ თითქმის მთლიანად განადგურებულ ქალაქ პარადაიზში მაშველებმა რვა ცხედარი აღმოაჩინეს, კიდევ სამი ცხედარი ნაპოვნია მალიბუში. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვმა 59 შეადგინა.

ოფიციალური მონაცემებით, დაკარგულად მიიჩნევა კიდევ 130 ადამიანი.

კალიფორნიის ხელისუფლებამ დაკარგულთა სია გამოაქვეყნა. მათი უმრავლესობა ქალაქ პარადაისის მცხოვრებია.
ხანძარმა ქალაქ პარადაისის 95 პროცენტი მთლიანად გაანადგურა. ადგილზე 500-მდე მაშველი ძაღლებთან ერთად მუშაობს.
ხანძარმა ასევე გაანადგურა კალიფორნიის ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების ნაწილი.