კალიფორნიაში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა შვიდს მიაღწია

00:46, 25.08.2020

კალიფორნიაში, ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა შვიდს მიაღწია.

„ესოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან კალიფორნიაში მეხის ჩამოვარდნის 13 000 შემთხვევა აღრიცხეს. დაფიქსირებულია 600-ზე მეტი ცეცხლის კერა. დამწვარია 4800-ზე მეტი კვადრატული კილომეტრის ფართობი. ცეცხლმა გაანადგურა 1200 შენობა. სტიქიას ებრძოდა 14 000 მეხანძრე.

ამჟამად კალიფორნიაში საფრთხეს ქმნის სამი მასშტაბური ხანძრის კერა, რომელთა გამოც 250 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მსგავსი