კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა
კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 631 ადამიანი.

სტიქიის ზონას შაბათს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწვევა და დაზარალებულებს მოინახულებს.

კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია ქალაქი პარადაიზი, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 27 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მაშველებმა დაფერფლილ ქალაქში კიდევ რვა ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ სამი ცხედარი ნაპოვნია მალიბუში.