კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა
კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მანამდე კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

დონალდ ტრამპის განკარგულებით, შტატს სტიქიასთან საბრძოლველად ფედერალური ბიუჯეტიდან თანხა გამოეყოფა.

კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 200-მდე ადამიანზე ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ. სტიქიის შედეგად 44 000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.

ხანძრის ყველაზე დიდი კერა შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, საკრამენტოდან 150 კილომეტრში მდებარეობს, მისი ფართობი 450 კვადრატულ კილომეტრს აღემატება. ქალაქ მალიბუში დაიწვა 370-ზე მეტი სახლი. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

მსხვერპლის რაოდენობის გათვალისწინებით, ეს კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

დატოვე კომენტარი