„კალიარი“ ორშაბათიდან ვარჯიშებს განაახლებს
„კალიარი“ ორშაბათიდან ვარჯიშებს განაახლებს

სერია A-ს კლუბის „კალიარის“ ფეხბურთელები ორშაბათიდან შეუდგებიან გუნდურ ვარჯიშებს.

მოთამაშეების დაყოფას რამდენიმე ჯგუფად აპირებენ, რათა არ დაარღვიონ ჯანდაცვის ორგანიზაციათა დირექტივები. ამასთან, ახალგაზრდული გუნდი კარანტინში დარჩება.

სერია A-ს გათამაშება კორონავირუსის გამო, მინიმუმ 3 აპრილამდეა შეჩერებული.

იტალიის ჩემპიონატის „კალიარი” 32 ქულით მე-12 ადგილზეა გათამაშების ცხრილში.