კალგარის ოლიმპიადის მასპინძლობა აღარ უნდა
კალგარის ოლიმპიადის მასპინძლობა აღარ უნდა

კანადის ქალაქ კალგარის მაცხოვრებლები 2026 წლის ზამთრის თამაშების ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
Sportsnet-ის ინფორმაციით, სპეციალურ რეფერენდუმზე მოქალაქეთა 56-მა პროცენტმა კალგარიში ზამთრის თამაშების ორგანიზებას უარი უთხრა. 19 ნოემბერს, ქალაქის საბჭო ჩაატარებს სხდომას, რომელზეც რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, მომავალ მოქმედებებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

უფრო ადრე, 2026 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი შეიტანეს მილანმა და კორტინა დ’ამპეცომ, აგრეთვე, შვედეთის დედაქალაქმა სტოკჰოლმმა.
2026 წლის თამაშების დედაქალაქს 2019 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 132-ე სესიაზე აირჩევენ.