„კალჩომერკატო ნაპოლი“ - კვარაცხელიას „რომაში“ მოურინიოც იწვევდა, თუმცა „რუბინს“ ვერ შეუთანხმდა #1TVSPORT
„კალჩომერკატო ნაპოლი“ - კვარაცხელიას „რომაში“ მოურინიოც იწვევდა, თუმცა „რუბინს“ ვერ შეუთანხმდა #1TVSPORT

„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობას აყალიბებს, ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი კი გადაწყვეტილია, რომელსაც მანამდე მოურინიო „რომაში“ იწვევდა – ამის შესახებ Calciomercato Napoli წერს.

„ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლი“ სერია ა-ში წარმატებით თამაშობს, „მილანთან“ და „ინტერთან“ ერთად სკუდეტოსთვის იბრძვის და კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ბევრი ბუკმეკერი, მათ შორის „ევრობეტი“ იმაშიც დარწმუნებულია, რომ „ნაპოლის“ შეუძლია მოიგოს იტალიის თასი და მოიპოვებს ტიტულს, რომელიც გუნდს 1990 წლიდან აკლია.

ამასობაში, სანამ ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი იწურება, იტალიური კლუბი მომავალი სეზონისთვის გუნდის ჩამოყალიბებას იწყებს. საქართველოდან 2001 წელს დაბადებული ხვიჩა კვარაცხელიას ჩამოსვლაში უკვე ყველა დარწმუნებულია. ახალგაზრდა თავდამსხმელი ბათუმის „დინამოში“ თამაშობს და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია. არსებობს მრავალი წყარო, რომელიც ორ კლუბს შორის გარიგებას ადასტურებს, როგორც ფაქტს.

AreaNapoli და 1 Station Radio ახლახან დაუკავშირდნენ სატრანსფერო ბაზრის ექსპერტს, რომელმაც გამოიკვლია, რომ კვარაცხელია 200%-ით „ნაპოლის“ ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას მანამდე „რომაში“ მოურინიოც იწვევდა, თუმცა კლუბი ქართველი ფეხბურთელის ყოფილ კლუბს, ყოფილ ყაზანის „რუბინს“ ვერ შეუთანხმდა. ფეხბურთელმა ახლა „ნაპოლი“ ამჯობინა. ორივე მხარე ორიენტირებულია დეტალების დაზუსტებაზე და არის წინასწარი ინფორმაცია, რომ ფორმალური გარიგება შეიძლება მოხდეს უახლოეს საათებში“,- წერს იტალიური გამოცემა.