კალათბურთში ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა შედგა
კალათბურთში ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა შედგა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა.

ოთხი ქალაქი უმასპინძლებს ოთხ მინი-ტურნირს. თითო ტურნირში ორი პარალელური ჯგუფი იქნება. ჯგუფებში ერთწრიანი ტურნირის შემდეგ, გამარჯვებულები ფინალში გაითამაშებენ ოლიმპიადის საგზურს.

წილისყრის შედეგები ასეთია:

ბელგრადი (სერბეთი)

A ჯგუფი: დომინიკა, ახალი ზელანდია, სერბეთი

B ჯგუფი: პუერტო რიკო, იტალია, სენეგალი

კაუნასი (ლიეტუვა)

A ჯგუფი: ლიეტუვა, კორეა, ვენესუელა

B ჯგუფი: პოლონეთი, სლოვენია, ანგოლა

სპლიტი (ხორვატია)

A ჯგუფი: გერმანია, რუსეთი, მექსიკა

B ჯგუფი: ტუნისი, ხორვატია, ბრაზილია

ვიქტორია (კანადა)

A ჯგუფი: საბერძნეთი, ჩინეთი, კანადა

B ჯგუფი: ურუგვაი, ჩეხეთი, თურქეთი

 

ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.