კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშება 27 იანვარს დაიწყება
კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშება 27 იანვარს დაიწყება

2021 წლის საქართველოს თასის გათამაშება 27 იანვარს დაიწყება, სადაც 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას – სუპერლიგის თერთმეტი და “ა” ლიგის ხუთი წარმომადგენელი.

ოლიმპიურ სასახლეში გამართული წილისყრა შემდეგი პრინციპით ჩატარდა:

მონაწილე გუნდები 4 კალათაში განითესა. პირველ კალათაში სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის მიხედვით, 5 საუკეთესო გუნდი მოხვდა, რომლებიც წილისყრის  შედეგად მერვედფინალში მე-4 კალათის წარმომადგენლებს – “ა” ლიგის წევრებს დაუწყვილდნენ. მეორე და მესამე კალათებში სუპერლიგის ცხრილში შესაბამისად VI-VII და IX-XI  ადგილებზე მყოფი გუნდები განთავსდნენ.

წილისყრის მიხედვით, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მგზავრები-ტიტები

ორბი-კაკტუსი

ბურჯი-ცხუმ/აფხაზეთი

ვერა-ოლიმპი

ზესტაფონი-თსუ

ბათუმი-დინამო

მეგა-რუსთავი

კავკასია-ქუთაისი

ტიტები-მგზავრები

მერვედფინალსა და მეოთხედფინალში სერიები ორმატჩიანი იქნება. ორი შეხვედრის ჯამში რომელი გუნდიც გაიმარჯვებს, მომდევნო ეტაპზე გავა. პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში წამყვან ტურნირზე პირველად გათამაშდება ოთხთა ფინალი. ოთხთა ფინალი წინა სეზონში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც თასის გათამაშება, ისე მთლიანად სეზონი შეწყდა.

სიახლე მიმდინარე სეზონში განხორციელდება და თასის გათამაშების ოთხი საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალის ფორმატით ერთმანეთში საუკეთესოს გამოავლენს. შესაბამისად, ნახევარფინალები და ფინალი ერთმატჩიანი იქნება.

დატოვე კომენტარი