კალათბურთში საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატი 10 ნოემბერს დაიწყება
კალათბურთში საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატი 10 ნოემბერს დაიწყება

სუპერლიგაში 10 გუნდი ისპარეზებს: დინამო, ოლიმპი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, მგზავრები, კაკტუსი, დელტა, შსს აკადემია-ტიტები და თსუ-ჰუნდაი.

სუპერლიგის 2018-2019 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატი გუნდების უმრავლესობასთან შეთანხმებით 2 წრედ ჩატარდება. პლეიოფში მონაწილეობას რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი მიიღებს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. მე-9 ადგილზე გასული გუნდი „ა“ ლიგის მეორეადგილოსანთან სუპერლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო სერიას 3 მოგებამდე გამართავს.

რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს და მის ადგილს „ა“ ლიგის გამარჯვებული დაიკავებს. სუპერლიგას 2 დებიუტანტი ჰყავს: „თსუ-ჰიუნდაიმ“ „ა“ ლიგის მოგებით მოიპოვა უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება, ხოლო „ტიტებმა“, რომელმაც „ა“ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, საკვალიფიკაციო რაუნდში „სოხუმს“ მოუგო