კალათბურთში მსოფლიოს თასის ფინალისტთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კალათბურთში მსოფლიოს თასის ფინალისტთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის აზია/წყნარი ოკეანის ზონაში ორი მატჩი გაიმართა: ახალმა ზელანდიამ სირიის ნაკრები – 97:74 გაანადგურა, სამხრეთ კორეამ კი ასევე დამაჯერებლად ​ იორდანიას – 88:67მოუგო. ამ მოგებებით ზელანდიამ და კორეამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდეს.

ასე რომ, დღეისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის 13 მონაწილეა ცნობილი:

ჩინეთი
ტუნისი
ნიგერია
საბერძნეთი
გერმანია
ჩეხეთი
ლიტვა
არგენტინა
ავსტრალია
საფრანგეთი
ანგოლა
ახალი ზელანდია
სამხრეთ კორეა

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.