კალათბურთში მსოფლიოს თასის 18 მონაწილე ცნობილია
კალათბურთში მსოფლიოს თასის 18 მონაწილე ცნობილია

მორიგი სანაკრებო პაუზის შემდეგ, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის 18 მონაწილეა ცნობილი. ბოლო ნაკრები, ვინც ეს სია შეავსო, კანადაა, რომელმაც ბრაზილია 94:67 დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.

ასე რომ, დღეისთვის ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატის 18 მონაწილე:

ჩინეთი, ტუნისი, ნიგერია, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი, ლიტვა, ავსტრალია, საფრანგეთი, ანგოლა, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, თურქეთი, აშშ, ვენესუელა, არგენტინა, კანადა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.