კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრის თარიღი ცნობილია
კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრის თარიღი ცნობილია

კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრის თარიღი გარკვეულია. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ცერემონია 2019 წლის 16 მარტს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართება.

თავად ტურნირი 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ჩინეთის რვა ქალაქში ჩატარდება. ჩემპიონატში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჯერჯერობით, ცნობილია 18 ფინალისტი –

ჩინეთი, ტუნისი, ნიგერია, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი, ლიტვა, ავსტრალია, საფრანგეთი, ანგოლა, ზელანდია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, თურქეთი, აშშ, ვენესუელა, არგენტინა, კანადა.