კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს დასწრების რეკორდის დამყარებას ელიან #1TVSPORT
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს დასწრების რეკორდის დამყარებას ელიან #1TVSPORT

დღეს, 25 აგვისტოს კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პლანეტის პირველობას აზიის სამი ქვეყანა – ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია მასპინძლობს.

პირველივე დღეს A ჯგუფის შეხვედრაში, სავარაუდოდ, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დასწრების ახალ რეკორდი დამყარდება. თბილისის დროით 16:00 საათზე მასპინძელი ფილიპინები Philippine Arena-ზე დომინიკის რესპუბლიკას დაუპირისპირდება.

Philippine Arena მსოფლიო პირველობის ყველაზე დიდი დარბაზია, ის 55 000 მაყურებელს იტევს, ხოლო მსოფლიო თასის A ჯგუფის მატჩზე ორგანიზატორები 43 000 ადამიანს ელიან.

ამჟამინდელი რეკორდი 1994 წლით თარიღდება. კანადაში ჩატარებულ აშშ-ისა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრას ტრიბუნიდან 32 616-მა მაყურებელმა მიადევნა თვალი.