კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი გამოქვეყნდა
კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი გამოქვეყნდა

კალათბურთში ევროპის პირველობის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები 2020 წლის 20 თებერვალს დაიწყება.

კალენდრის მიხედვით, საქართველოს ნაკრები 2020 წელს ოთხიდან სამ თამაშს სტუმრად ჩაატარებს, სანაცვლოდ კი 2021 წლის თებერვალში შესარჩევ ეტაპს სერბეთისა და ფინეთის გუნდებთან საშინაო მატჩებით დაასრულებს.

2020 წელი

20 თებერვალი

საქართველო – შვეიცარია/პორტუგალია/ისლანდია

23 თებერვალი

სერბეთი – საქართველო

27 ნოემბერი

ფინეთი – საქართველო

30 ნოემბერი

შვეიცარია/პორტუგალია/ისლანდია – საქართველო

2021 წელი

18 თებერვალი

საქართველო – სერბეთი

21 თებერვალი

საქართველო – ფინეთი