კალათბურთში ჩემპიონთა ლიგა ამერიკაშიც გაიმართება
კალათბურთში ჩემპიონთა ლიგა ამერიკაშიც გაიმართება

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ამერიკის კონტინეტზეც ჩაატაროს. პირველ სეზონზე ტურნირში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის პრეზენტაცია ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გაიმართა.

„კლუბების ახალი საერთაშორისო ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება კონტინენტზე და გახდება ჩვენი ბრენდის განვითარების პლატფორმა. დავიწყებთ 12 კლუბით, მაგრამ გახსნილები ვართ იმისათვის, რომ მომავალში სხვა გუნდებიც ჩავრთოთ გათამაშებაში“, – განაცხადა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა ორასიო მურატორემ.

რაც შეეხება ტურნირის ფორმატს, პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება ოთხი ჯგუფი, თითოში სამი გუნდით.

პლეიოფის სტადია დაიწყება მეოთხედფინალიდან. ამ ეტაპზე, აგრეთვე ნახევარფინალებსა და ფინალებში სერიები ორ მოგებამდე გაიმართება.

ამერიკული ჩემპიონთა ლიგა ოქტომბერში დაიწყება და მარტამდე გაგრძელდება.