კალათბურთში, ბათუმის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული „საქართველო 2004“ გახდა
ტურნირი 2004 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის ჩატარდა და მასში გუნდი- „საქართველო 2004“, „ბათუმი“, თურქული „ტრაბზონსფორი“ და სომხური „არაბკირი“ მონაწილეობდა. გადამწყვეტ მატჩში „საქართველო 2004“-მა „ბათუმს“ 73:57 სძლია და ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულებს 26 ქულით ნიკა გულიაშვილმა ულიდერა, 11 ქულა დააგროვა საბა ფარღალავამ. 14 მოხსნა ლუკა კუჭუხიძემ მიითვალა. ბათუმის გუნდში 11 ქულით ბომბარდირი ანრი ჯაფარიძე გახდა, დავით გვიანიძემ კი მასპინძლებს 10 ქულა მოუტანა.
დასკვნითი, მესამე ტურის მეორე მატჩში „ტრაბზონსფორმა“ 105:39 სომხური „არაბკირი” გაანადგურა და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. „ბათუმი“ მესამეზე გავიდა, ხოლო სომხურმა კლუბმა ტურნირი მოუგებლად, მეოთხე ადგილზე დაასრულა. ტურნირის გამარჯვებული „საქართველო 2004“ სხვადასხვა ქართული კლუბებიდან შეკრებილი ამ ასაკის პერსპექტიული მოზარდებისგან გახლდათ დაკომპლექტებული.
ტურნირის საუკეთესო მექულე ნიკა გულიაშვილი (საქართველო 2004), საუკეთესო მომხსნელი – კაჰრამატი (ტრაბზონსფორი), საუკეთესო მეპასე კი დავით გვიანიძე (ბათუმი) გახდა. საუკეთესო დამცველის პრიზი ლაშა ჩოხარიძეს (ბათუმი) გადასცეს. რაც შეეხებსა ეფექტურობის კოეფიციენტის ლიდერის ჯილდოს, ის ცოტნე ვაშაყმაძემ (საქართველო 2004) დაიმსახურა.
21 დეკემბერი
საქართველო 2004 – ტრაბზონი 63:49
ბათუმი – არაბკირი 108:34
22 დეკემბერი
არაბკირი – საქართველო 2004 24:93
ბათუმი – ტრაბზონსფორი 49:73
23 დეკემბერი
არაბკირი – ტრაბზონსფორი 39:105
ბათუმი – საქართველო-2004 57:73