კალათბურთის საკონტინენტთაშორისო თასზე ფინალური წყვილი გაირკვა
კალათბურთის საკონტინენტთაშორისო თასზე ფინალური წყვილი გაირკვა

რიო-დე-ჟანეიროში კალათბურთში საკონტინენტთაშორისო თასის ნახევარფინალები გაიმართა. ტურნირი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ეგიდით ტარდება, ამიტომაც, იქ ევროპის საუკეთესო გუნდს წარმოადგენს FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, საბერძნეთის აეკ, რომელმაც ნახევარფინალში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდს, არგენტინის „სან ლორენსოს“ დიდი ანგარიშით – 86:64 მოუგო. „სან ლორენსოს“ „მაიამიში“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონმა ჯოელ ენტონიმ ვერ უშველა.

მეორე ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელმა „ფლამენგომ“ უპრობლემოდ დაამარცხა განვითარების ლიგის (D-League) ჩემპიონი „ოსტინი“ – 90:58. „ფლამენგოს“ რიგებში თამაშობდა ცნობილი ბრაზილიელი ცენტრი ანდერსონ ვარეჟაო, რომელიც 13 წელი NBA-ში გამოდიოდა.

1/2 ფინალები
სან ლორენსო-აეკ 64:86 (13:18, 13:27, 28:23, 10:18)
ს-ა: ტაკერი (17+7 მოხსნა), ენტონი (14+9 მოხსნა), მატა (8).
ა: ჯეიმსი (15+8 მოხსნა), საკოტა (15), ტეოდორი (12).

ფლამენგო-ოსტინი 90:58 (20:15, 24:14, 23:11, 23:18)
ფ: ბალბი (19+6 პასი), სოუზა (17), რამოსი (14), ვარეჟაო (9+6 მოხსნა).
ო: უესტისი (10).