კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ძალაში დატოვა საერთაშორისო ტურნირებიდან რუსეთის ჩამოშორება #1TVSPORT
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ძალაში დატოვა საერთაშორისო ტურნირებიდან რუსეთის ჩამოშორება #1TVSPORT

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გაახანგრძლივა რუსეთისა და ბელარუსის გუნდების დისკვალიფიკაცია საერთაშორისო ტურნირებიდან, – იტყობინება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.

გადაწყვეტილება ძალაში იქნება საერთაშორისო ფედერაციის გენერალური საბჭოს მორიგ სხდომამდე.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი თავისი ეგიდით გამართული ტურნირებიდან პირველად 2022 წლის მარტში ჩამოაშორა, რისი მიზეზიც უკრაინაში რუსეთის აგრესია იყო. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ევროლიგამ.