კალათბურთის მსოფლიო თასზე წილისყრა გაიმართა
კალათბურთის მსოფლიო თასზე წილისყრა გაიმართა

ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართა კალათბურთში 2019 წლის მსოფლიო თასის წილისყრა, რომლის შედეგები ასეთია:

A ჯგუფი – ჩინეთი, პოლონეთი, კოტ დ’ივუარი, ვენესუელა;
B ჯგუფი – არგენტინა, რუსეთი, ნიგერია, კორეა;
C ჯგუფი – ესპანეთი, პუერტო რიკო, ირანი, ტუნისი;
D ჯგუფი – სერბეთი, იტალია, ანგოლა, ფილიპინები;
E ჯგუფი – აშშ, თურქეთი, ჩეხეთი, იაპონია;
F ჯგუფი – საბერძნეთი, ჩერნოგორია, ბრაზილია, ზელანდია;
G ჯგუფი – საფრანგეთი, გერმანია, დომინიკის რესპუბლიკა, იორდანია;
H ჯგუფი – ლიტვა, ავსტრალია, კანადა, სენეგალი.

მეორე ეტაპზე თითო ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა. მეორე ჯგუფურ რაუნდში 16 გუნდი ოთხ ჯგუფად შემდეგი პრინციპით დაიყოფა:

I ჯგუფი – A1, A2, B1, B2.
J ჯგუფი – C1, C2, D1, D2.
K ჯგუფი – E1, E2, F1, F2.
L ჯგუფი – G1, G2, H1, H2.

მეორე ეტაპზე თითოეულ გუნდს პირველ რაუნდში ნათამაშები სამივე მატჩის შედეგი გადაჰყვება. ამ ეტაპზე ყოველი გუნდი ორ-ორ თამაშს ჩაატარებს – მხოლოდ სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან.

თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა პლეი ოფში, რომელიც მეოთხედფინალიდან დაიწყება.
ფინალური ტურნირი 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე გაიმართება ჩინეთის რვა ქალაქში.

მსოფლიო თასის შედეგების მიხედვით შვიდი საუკეთესო გუნდი (ორი ევროპიდან, ორი ამერიკიდან, თითო აფრიკიდან, აზიიდან და ოკეანეთიდან) მიიღებს საგზურს ოლიმპიურ ტურნირზე. დარჩენილი ნაკრებებიდან 16 საუკეთესო ინარჩუნებს ტოკიოში მოხვედრის შანსს ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირებიდან, რომელიც 2020 წლის ზაფხულში გაიმართება.