კალათბურთი | ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი „ქუთაისმა“ მოიგო #1TVSPORT
ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი“ გახდა, რომელმაც ფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 93:89 დაამარცხა.
შეჯიბრების 21-ე გათამაშების ფინალში ქუთაისელთა მხრიდან საუკეთესო ტაირი ბოიკინი იყო, რომელმაც 29 ქულა ჩაიწერა აქტვიში. შეხვედრა 25 ქულით დაასრულა დეტრეკ ბრაუნინგმა. თსუ-ს რიგებში 22 ქულით გამოირჩა კურვუაზიე მაკკოლი.
იმერული კლუბი საკანდელიძე-ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეექვსედ გახდა და ამ შედეგით „რუსთავს“ გაუთანაბრდა.