კალათბურთი | ზაფხულში „ლეიკერსის“ სამიზნე იანის ანტეტოკუნმპო იქნება #1TVSPORT

08:09, 11.02.2026

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელობა აქტიურ მოქმედებებს აპირებს გაცვლის განსახორციელებლად, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში კალიფორნიულ კლუბში გადავა „მილუოკის“ ბერძენი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო. ეს ინფორმაცია პორტალმა Lakers Daily-მ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, თავად 31 წლის კალათბურთელი დაინტერესებულია „ლეიკერსში“ გადასვლით. გარდა ამისა, ანტეტოკუნმპოს ყოველთვის სურდა ერთ გუნდში ლებრონ ჯეიმსთან ერთად თამაში.

მსგავსი