კალათბურთი | ვიქტორ ვემბანიამა NBA-ს რეგულარული სეზონის „უძვირფასესი მოთამაშის“ ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი გახდა #1TVSPORT
კალათბურთი | ვიქტორ ვემბანიამა NBA-ს რეგულარული სეზონის „უძვირფასესი მოთამაშის“ ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი გახდა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) „უძვირფასესი მოთამაშის“ (MVP) ჯილდოს პრეტენდენტთა უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

რეიტინგის სათავეში ახლა „სან ანტონიო სპურსის“ ფრანგი ცენტრი ვიქტორ ვემბანიამაა, რომელმაც პირველი ადგილი „ოკლაჰომას“ უკანახაზელს, შეი გილჯეს-ალექსანდერს წაართვა.

მესამე პოზიციაზეა „დენვერის“ სერბი ლიდერი ნიკოლა იოკიჩი, მეოთხე ადგილზე კი – „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი, რომლის პოზიცია წინა რეიტინგთან შედარებით ორი საფეხურით გაუარესდა. ხუთეულს „ბოსტონ სელტიქსის“ ფორვარდი ჯეილენ ბრაუნი ხურავს.

NBA-ს „უძვირფასესი მოთამაშის“ ჯილდოს ახალი რეიტინგი:

  1. ვიქტორ ვემბანიამა – „სან ანტონიო სპურსი“
    2. შეი გილჯეს-ალექსანდერი – „ოკლაჰომა“
    3. ნიკოლა იოკიჩი – „დენვერი“
    4. ლუკა დონჩიჩი – „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“
    5. ჯეილენ ბრაუნი – „ბოსტონი“
    6. კეიდ კანინგემი – „დეტროიტი“
    7. ჯეილენ ჯონსონი – „ატლანტა ჰოუქსი“
    8. კავაი ლეონარდი – „კლიპერსი“
    9. დონოვან მიტჩელი – „კლივლენდი“
    10. ენტონი ედვარდსი – „მინესოტა“

NBA-ს 2025/2026 წლის რეგულარული სეზონი 12 აპრილს დასრულდება.