კალათბურთი | თსუ საქართველოს თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
კალათბურთში საქართველოს თასის 2025/2026 წლის სეზონის გათამაშება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირის ფინალში თსუ-მ ზესტაფონის „მარგვეთი“ 83:70 დაამარცხა. მატჩის პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა. თსუ-მ გადამწყვეტი შვიდქულიანი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა და შემდეგ მეტოქეს ანგარშის შემცირების საშუალება აღარ მისცა.
თბილისელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა ალექსანდრე ფევაძემ – მის ანგარიშზე 15 ქულა და 15 მოხსნა იყო. საბოლოოდ, ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. „მარგვეთის“ რიგებში კი გამორჩეული 18 ქულითა და 8 მოხსნით ამერიკელი ლეგიონერი ჯეილენ ჰილი გახლდათ.
თსუ საქართველოს თასის გამარჯვებული ბოლო ბოლო ოთხ წელში მესამედ გახდა.