კალათბურთი | თსუ-მ ქუთაისში ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოიგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT
კალათბურთი | თსუ-მ ქუთაისში ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოიგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა, ამჯერადაც ქუთაისში და ამჯერადაც სტუმარმა თსუ-მ გაიმარჯვა. სტუდენტურმა გუნდმა „ქუთაისი“ 86:84 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო შეხვედრა თბილისში 25 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში თსუ უპირატესობასაც ფლობდა და ანგარიშშიც სოლიდურ სხვაობას ინარჩუნებდა. იყო 16-ქულიანი ჰანდიკაპიც.

თუმცა ბოლო პერიოდში „ქუთაისმა“ თამაში გამოასწორა, მეტოქეს გაასწრო კიდეც და საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე ერთი ქულითაც იგებდა. გადამწყვეტი დევონტრე ტომასის სამქულიანი აღმოჩნდა, რომელიც მან სწორედ 17 წამით ადრე ჩააგდო და თსუ-ს 86:84 მოაგებინა.

დევონტრემ მატჩი 32 ქულით დაასრულა, მისმა თანაგუნდელმა გლენ აბრამმა – 17 ქულით. ქუთაისელი მარკელ სმიტის ანგარიშზე 21 ქულაა.