კალათბურთი | „ტორონტომ“ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო, სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 16 წუთი გაატარა #1TVSPORT
კალათბურთი | „ტორონტომ“ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო, სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 16 წუთი გაატარა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე მოქმედ ვიცე-ჩემპიონთან, „ინდიანა პეისერსთან“ გამართა და 97:95 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 16 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 7 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. მამუკელაშვილმა სამი ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 26 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს.

ქართველი მოთამაშის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, ჯამში, 14 მოგებითა და 5 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 30 ნოემბერს „შარლოტ ჰორნეტსთან“ ჩაატარებს.

მამუკელაშვილი, ბითაძის მსგავსად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში ვერ დაეხმარება, რადგან NBA-ს გუნდები სეზონის მსვლელობისას მოთამაშეებს ეროვნულ გუნდებში არ უშვებენ.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები 27 ნოემბერს, 21:00 საათზე თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30 ნოემბერს გასვლით მატჩს ესპანეთთან ჩაატარებს. ორივე შეხვედრას პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.