კალათბურთი | „ტორონტო რეპტორსი“ სანდრო მამუკელაშვილის ყოფილ გუნდთან დამარცხდა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე ქართველის ყოფილ გუნდთან, „სან ანტონიოსთან“ გამართა და 107:110 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 14 წუთი მიიღო. მის ანგარიშზე 2 ქულა და 3 მოხსნა იყო.
„ტორონტოს“ რიგებში 20-20 ქულა ჰქონდათ ბრენდონ ინგრემსა და იმანუელ ქუიკლის, ხოლო „სან ანტონიოს“ რიგებში 21 ქულით დევინ ვასელი გამოირჩა.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 34 მოგებითა და 25 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.