კალათბურთი - „ტორონტო“ ჩემპიონია, „რეპტორსმა“ ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა
კალათბურთი - „ტორონტო“ ჩემპიონია, „რეპტორსმა“ ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა

„ტორონტო რეპტორსმა“ ისტორია დაწერა. კანადურმა გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა.

ფინალური სერიის რიგით მეექვსე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. „ვორიორზის“ წაგებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა კლეი ტომპსონის ტრავმამ. როგორც გაიკრვა, ვორიორზის მსროლელმა მუხლის მყესის მძიმე ტრავმა მიიღო და ის კევინ დურანტის მსგავსად „გოლდენ სტეიტს“ დიდი ხნის მანძილზე ვერ დაემხარება. საბოლოოდ „რეპტორსმა“ გადამწყვეტი მეექვსე შეხვედრა 114-110 მოიგო.

ფინალური სერიის „ემ ვი პი“ (MVP) კი კავაი ლეონარდი გახდა.