კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ დამაჯერებელი გამარჯვება „ანდორასთან“ #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ანდორასთან“ გამართა და დამაჯერებლად, 102:71 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მწვრთნელისგან 12 წუთი მიიღო. მან 9 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. შენგელიამ ერთი ორქულიანი, ორი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსელონას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ესპანეთის ნაკრების მოთამაშე ჟოელ პარა იყო, მან მატჩი 24 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.
„ბარსელონას“ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ 5 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით ცხრილში მე-7 ადგილზეა. ტურნირში 18 გუნდი მონაწილეობს, პლეი ოფში ბრძოლას 8 საუკეთესო შედეგის მქონე გააგრძელებს.