კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრა სტუმრად მადრიდის „რეალთან“ გამართა და 105:100 გაიმარჯვა.
შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე, ჯამში, 18 წუთი გაატარა – მან თავის გუნდს 8 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა სამი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსელონას“ რიგებში ყველაზე მეტი, 19 ქულა ჰქონდა კევინ პანტერს, 17 ქულითა და 8 შედეგიანი გადაცემით დაასრულა მატჩი ნიკოლას ლაპრავიტოლამ.
ფეხის ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელიასთვის ეს მეორე მატჩი იყო. დეკემბერში მან შვიდი მატჩი გამოტოვა.
„ბარსელონას“ 14 მატჩის შემდეგ 10 გამარჯვება აქვს და ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.